01 · საჯარო პოლიტიკა

სარედაქციო პოლიტიკა

როგორ ვირჩევთ თემას, ვამოწმებთ ფაქტებს, ვასხვავებთ ცოდნას მოსაზრებისგან და ვინ იღებს საბოლოო პასუხისმგებლობას.

ჩვენი საჯარო დაპირება

სამედიცინო ტექსტი არასოდეს გამოქვეყნდება წყაროს, პასუხისმგებელი პირისა და შემოწმების კვალის გარეშე.

01 · ჩვენი პრინციპები

სიზუსტე, მიუკერძოებლობა და გასაგები ენა

Stroke.edu.ge ქმნის საზოგადოებრივი განათლების მასალას და არა ინდივიდუალურ სამედიცინო რეკომენდაციას. ტექსტი უნდა ემყარებოდეს მოქმედ, იდენტიფიცირებად წყაროებს და მკითხველს გაურკვევლობა არ დაუმალოს.

თუ სანდო წყაროები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამას ღიად ვაჩვენებთ. თუ პასუხი არ გვაქვს, ტექსტი არ უნდა ქმნიდეს დარწმუნებულობის ილუზიას.

  • ადამიანის საჭიროება პირველია
  • კლინიკური უსაფრთხოება სიჩქარეზე მნიშვნელოვანია
  • სარეკლამო გავლენა არ განსაზღვრავს შინაარსს
  • ქართული ენა უნდა იყოს გასაგები და ზუსტი
02 · გამოქვეყნების გზა

კვლევიდან უცვლელ საჯარო ვერსიამდე

თითოეული მასალა გადის თემის განსაზღვრას, წყაროს მოძიებას, სტრუქტურირებულ დრაფტს, შესაბამის შემოწმებასა და ცალკე გამოქვეყნების მოქმედებას.

  • თემა და მომხმარებლის საჭიროება
  • მოქმედი პირველწყაროები
  • სარედაქციო შემოწმება
  • სამედიცინო sign-off — როცა მასალა კლინიკურ ინფორმაციას შეიცავს
  • გამოქვეყნება, ვერსია და შემდეგი გადახედვა
03 · დამოუკიდებლობა

კლინიკა ან ექიმი ვერ ყიდულობს სარედაქციო უპირატესობას

დირექტორიაში განთავსება, პარტნიორობა ან ფინანსური მხარდაჭერა ვერ შეცვლის სამედიცინო ტექსტის დასკვნას, ძიების შედეგის რელევანტურობას ან კლინიკის ნეიტრალურ წარმოდგენას.

04 · AI-ის გამოყენება

AI შეიძლება ეხმარებოდეს პროცესს; პასუხისმგებლობას ვერ იღებს

AI შეიძლება გამოიყენებოდეს იდეების დალაგებაში, ენობრივ რედაქტირებასა და შიდა ძიებაში. ის ვერ იქნება სამედიცინო ავტორი, reviewer ან გამომქვეყნებელი და ვერ შეცვლის პირველწყაროს გადამოწმებას.

  • AI-ის ტექსტი ითვლება დრაფტად
  • ციტირებული წყარო ხელით მოწმდება
  • პაციენტის პერსონალური მონაცემები ღია AI სერვისში არ იტვირთება
  • საბოლოო გადაწყვეტილება სახელდებულ ადამიანს ეკუთვნის
დოკუმენტის ჩანაწერი

პასუხისმგებლობა და წყაროები

პასუხისმგებელი როლი
Project Atlas-ის სარედაქციო პასუხისმგებელი
სტატუსი
სამუშაო დრაფტი
ვერსია
v0.1
შემდეგი გადაწყვეტილება
საჯარო გაშვებამდე
საორიენტაციო პირველწყაროებიNHS — Content policy